ეს ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი. ვისწავლეთ ბევრი რამ ჩვენი ტრენერის დახმარებით. დიდი მადლობა მას. იგი უნიჭიერესი და კომპეტენტურია.აქვს გადმოცემის შესანიშნავი უნარი.ძალიან პოზიტიურია. ნასწავლს აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.
მე8 დღე გავიხსენეთ წინა დღე,კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ აქტივობებზე. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე სახელმძღვანელოში მე6 მოდული აქტივობა 1 განვიხილეთ სააზროვნო უნარები. ვიმსჯელეთ თემის გარშემო. დავასრულეთ გეგმის შაბლონზე მუშაობა შევავსეთ ყველა პუნქტი.გავეცანით სხვადახვა საინტერესო საიტებს. ვისაუბრეთ ტექნოლოგიების გამოყენებით ეფექტურ სწავლებაზე. დავაკომენტარეთ კოლეგების ბლოგები.
მეშვიდე დღე დავიწყეთ წინა დღის მასალის გახსენებით. დავწერეთ პროექტის მოკლე შინაარსი. ვიხელმძღვანელეთ არსებული პროექტების გეგმებით და დავწერეთ საწავლო პროცედურები. შევავსეთ შეფასების მოკლე მონახაზის გრაფა.
დღეს ჩვენ განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია ეს სტრატეგიები გამომადგება მუშაობაში შეფასების დროს ასევე განვიხილეთ პროექტის მსვლელობის დროს რა მეთოდები და ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ. განვიხილეთ მოსწავლის ნაშრომი და პრეზენტაციის ჩეკლისტი. დავალებად მივიღეთ პრეზენტაციის ჩეკლისტი მოვარგოთ ჩვენს პროექტს.
დღეს ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. წყვილებში განვიხილეთ კონკრეტული კითხვები ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. გავაკეთეთ პრეზენტაცია. მოვიფიქრედ კითხვები ჩვენი პროექტისთვი. ჩავწერეთ გუგლ-დოკებში გავუზიარეთ ერთმანეთს და ტრენერს. მივიღეთ კომენტარები ტრენერისგან და ერთმანეთისგა.ნ გადავამოწმეთ სტანდარტები, ინდიკატორები და მიზნები.
ვისაუბრეთ სტანდარტების შესახებ. გავეცანით საიტს ncp. ge. ვისწავლეთ საიტზე ნავიგაცია. მოვიძიეთ ჩვენი პროექტისთვის სტანდარტები და ინდიკატორები. მივიღეთ დავალებად დავხვეწოთ სახლში. ვისაუბრეთ მიზნებზე. გავარჩიეთ ბუნდოვანი და სპეციფიკური მიზნები. მოვიფიქრეთ მიზნები ჩვენი პროექტისთვის, რომელიც უნდა დავხვეწოთ.
ვისაუბრეთ პროექტის იდეის ჩამოყალიბებაზე.თითოეულმა პედაგოგმა წარმოადგინა თავისი პროექტის იდეა.მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისაგან ჩამოვყალიბდით საბოლოო საპროექტო იდეაზე. შევქმენით ჩვენი პორტფოლიოს საქაღალდე, რომელიც გადავიტანეთ ელექტრონულ ღრუბლებში, ვისწავლეთ დრაივ- ში მუშაობა.
გავეცანით ტრენერს და ტრენინგის მიზანს..გავეცანით ელექრტონულ სახემძღვანელოს და მის ნავიგაციას. შევთანხმდით განრიგზე.ვნახეთ ვიდეო ,, ინტელ ხიდი'' საიდანაც გავიგეთ, რას ნიშნავს პროექტებით სწავლება. გავიგეთ ნაბიჯებით სწავლების შესახებ. შევქმენით ჩვენი ელექტრონული პორტფოლიო და ბლოგი.