Posts

მეცხრე დღე

ეს ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი. ვისწავლეთ ბევრი რამ ჩვენი ტრენერის  დახმარებით. დიდი მადლობა მას. იგი უნიჭიერესი და კომპეტენტურია.აქვს გადმოცემის შესანიშნავი უნარი.ძალიან პოზიტიურია.  ნასწავლს აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს  პრაქტიკაში.
მე8 დღე გავიხსენეთ წინა დღე,კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ აქტივობებზე. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე სახელმძღვანელოში მე6 მოდული აქტივობა 1 განვიხილეთ სააზროვნო უნარები. ვიმსჯელეთ თემის გარშემო. დავასრულეთ გეგმის შაბლონზე მუშაობა შევავსეთ ყველა პუნქტი.გავეცანით სხვადახვა საინტერესო საიტებს. ვისაუბრეთ ტექნოლოგიების გამოყენებით ეფექტურ სწავლებაზე. დავაკომენტარეთ კოლეგების ბლოგები.
მეშვიდე დღე  დავიწყეთ წინა დღის მასალის გახსენებით. დავწერეთ პროექტის მოკლე შინაარსი. ვიხელმძღვანელეთ არსებული პროექტების გეგმებით და დავწერეთ საწავლო პროცედურები. შევავსეთ შეფასების მოკლე მონახაზის  გრაფა.
მეექვსე დღე. ვიმუშავეთ გუგლღრუბლებში.ვისწავლეთ ფაილების რედაქტირების რეჟიმში გადაყვანა. შევქმენით პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტი. ჩეკლისტის მიხედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. პროგრამა პავერ პოინტში ვისაუბრეთ მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკაზე. მივიღეთ დავალება მოვძებნოთ პროექტისათვის შესაბამისი შეფასების  ფორმები და შევქმნათ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.

მე 5 დღე

დღეს ჩვენ განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია ეს სტრატეგიები გამომადგება მუშაობაში შეფასების დროს ასევე განვიხილეთ პროექტის მსვლელობის დროს  რა  მეთოდები და ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ. განვიხილეთ მოსწავლის ნაშრომი და პრეზენტაციის ჩეკლისტი. დავალებად მივიღეთ პრეზენტაციის ჩეკლისტი მოვარგოთ ჩვენს პროექტს.

მეოთხე დღე

დღეს ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. წყვილებში განვიხილეთ კონკრეტული კითხვები ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. გავაკეთეთ პრეზენტაცია. მოვიფიქრედ კითხვები ჩვენი პროექტისთვი. ჩავწერეთ გუგლ-დოკებში გავუზიარეთ ერთმანეთს და ტრენერს. მივიღეთ კომენტარები ტრენერისგან და ერთმანეთისგა.ნ გადავამოწმეთ სტანდარტები, ინდიკატორები და მიზნები.

მესამე დღე

ვისაუბრეთ სტანდარტების შესახებ. გავეცანით საიტს ncp. ge. ვისწავლეთ საიტზე ნავიგაცია. მოვიძიეთ ჩვენი პროექტისთვის სტანდარტები და ინდიკატორები. მივიღეთ დავალებად დავხვეწოთ სახლში. ვისაუბრეთ მიზნებზე. გავარჩიეთ ბუნდოვანი და სპეციფიკური მიზნები.  მოვიფიქრეთ მიზნები ჩვენი პროექტისთვის, რომელიც უნდა დავხვეწოთ.